Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მისაღებად თსუ-ს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ეთნოლოგიაში. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები:

1.1. 2021-2022 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.
1.2. ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში. 
1.3.მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.
1.4. განცხადება.

(შენიშვნა: სტუდენტი შესაძლებელია იყოს 2022 წლის კურდამთავრებული, აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე. შესაძლებელია, სტუდენტს 2021-22 სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი და, შესაბამისად, შერჩევა მოხდეს სამეცნიერო აქტივობის შეფასებით; ასევე, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წინა წლის/წლების სტიპენდიანტს. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტს, თუ მას წინა წლის განმავლობაში აქვს გარკვეული სამეცნიერო აქტივობა)

საბუთები მიიღება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან – 31 ოქტომბრამდე არაუგვიანეს
17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.
საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა

იხ. დეკანის ბრძანება.